„გასულ კვირას საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დააკავა ყალბი დოკუმენტებით მოვაჭრე ორი პირი, რომლებიც ქმნიდნენ და მოტყუებით გასცემდნენ აშშ-ის ყალბ ვიზას 8,600 დოლარის სანაცვლოდ“, - ნათქვამია საელჩოს მიერ facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საელჩოს განცხადებით, ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.
განცხადებაში აშშ-ის საელჩო აფასებს სამმართველოს ძალისხმევას საბუთების გაყალბების წინააღმდეგ და მიესალმება აღნიშნულ კრიმინალურ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებას.