უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა და თურქეთი ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც, Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს იგეგმება ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. გუშინ მთავრობამ დაამტკიცა ამ შეთანხმების ტექსტი, ეს ეხება უკრაინასა და თურქეთს შორის თანამშრომლობას მაღალი სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში", - განაცხადა მინისტრმა.
რეზნიკოვის თქმით, სწორედ ის მოაწერს ხელს დღეს შეთანხმებას და ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის გადაეგზავნება უკრაინის უმაღლეს რადას.
თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს.