ევროპარლამენტარმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
მიქსერის თქმითმ, ამ საკითხზე შეშფოთების მიზეზი ესმის. „სახელმწიფო ინსპექტორთან და სახალხო დამცველთან შეხვედრა მქონდა და კარგად ვიცი პროცესები, რომლებიც განვითარდა. მესმის შეშფოთების მიზეზი არამხოლოდ ქართულ საზოგადოებაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური წნეხი კანონს მიღმა არის ის, რისი დანახვაც არ გვიხარია“, - განაცხადა სვენ მიქსერმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.