კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლელოს დელეგაციის წევრებმა დღეს რადაში შეხვედრები გამართეს. „ლელოს“ პრესსამსახურის ცნობით, პროტოკოლით გათვალისწინებული ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, სიმბოლურად ლელოს ლიდერებმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს დროშა გაშალეს.
„ყველა ქართველის სახელით ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა გამოვასწორეთ. ჩვენ აღვმართეთ რადაში საქართველოს დროშა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იმ სამარცხვინო და ტრაგიკული პროცესების მერე, რომელიც ჩვენ გავიარეთ ქართულ პოლიტიკაში, დღეს რადაში პირველად გაიშალა ქართული დროშა, იქ სადაც მისი ადგილია.
ჩვენ სამწუხაროდ ვნახეთ რომ როდესაც რამდენიმე დღის წინ, რადას დეპუტატებმა გაშალეს სხვადასხვა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, იქ არ იყო ჩვენი ქვეყანის სიმბოლიკა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ ეს უსამართლობა და გავშალეთ ქართული დროშა იქ სადაც მისი ადგილია და სადაც უნდა ყოფილიყო, ჩვენი მეგობრების გვერდით. ქართველებიზ ხმა ახლა კიევში მკაფიოდ ისმის" - აცხადებს ლელოს ლიდერი გრიგოლ გეგელია.
ვიზიტის ფარგლებში მამუკა ხაზარაძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ ოფიციალური შეხვედრები გამართეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ვიზიტის ფარგლებში „ლელოს“ ლიდერები ასევე შეხვდებიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ქართული დიასპორის წევრებს.
პარალლეურად, 3 თებერვალს, „დროას“ წევრები, ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია, გიგა ლემონჯავა და ანასტასია მგალობლიშვილი კიევში რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი „დროას“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევები.
„საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა ფორმით შეიძლება თანამშრომლობა და მუშაობა ორგანიზაციებს შორის, პროდასავლური ინტერესების გასატარებლად.
ჰანა ჰოპკო უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ევრომაიდნის პროცესების ერთ-ერთი ლიდერია. ამჟამად ANTS-ის თავმჯდომარეა, ორგანიზაციის, რომლის მისია უკრაინის თანამედროვე და ძლიერ ევროპულ ქვეყნად გადაქცევაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.