Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 73 821 კვლევა ტესტით, მათ შორის 46 355 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 466 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.16%, ბოლო 14 დღის - 25.24% ხოლო 7 დღის - 27.87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 053 966.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, აჭარა - 2 173, იმერეთი - 3 357, ქვემო ქართლი - 1 340, შიდა ქართლი - 1 279, გურია - 456, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 480, კახეთი - 1 091, მცხეთა-მთიანეთი - 479, სამცხე-ჯავახეთი - 376, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 103.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 203 238 საიდანაც:
5 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 408, აჭარაში - 778, იმერეთში - 1 214.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 146 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 464, აჭარაში - 146, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პაციენტი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 45, იმერეთში - 27.
1 958 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 182 - თბილისში, 565 - აჭარაში.
195 472 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.