Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4949-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 742 134 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.