საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოსკოვსა და კიევს ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 თებერვალს ემანუელ მაკრონი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება, ხოლო 8 თებერვალს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდება.
პირველ თებერვალს, უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის ფონზე, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები მიესალმებიან ნორმანდიის ფორმატში დადებით პროგრესს.
ცნობისთვის, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის.