კლინიკა „ვივამედში“ დღეს ინცინდენტი მოხდა, რასაც დაცვის თანამშრომლის დაჭრა მოჰყვა. ადგილზე, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და როგორც ჟურნალისტებს ზურაბ ჩხაიძემ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, „ ინცინდენტის დროს, 3 ან მეტი ადამიანი შენიშნეს, ინვენტარი კი განადგურებულია.
„სკამები, შუშები, შემოსასვლელი კარები ჩალეწილია; რეგისტრატურის დაფები და ა.შ. და უმძიმესად არის დაჭრილი დაცვის თანამშრომელი“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციაც.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, თავდასხმის მიზეზი უცნობია.
„გაურკვეველია მიზეზი. ეს იყო უმძიმესი პაციენტი. არაერთხელ იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, პატიმრობის პერიოდშიც. ძირითადად, მოჰყავდათ ხოლმე სუიციდის მცდელობებზე, თვითდაზიანებებით, უცხო სხეულის ყლაპვებით. რამდენჯერმე ოპერაციაც გაუკეთეს, ბოლოს, სასიცოცხლო ფუნქციებდაკარგული შემოიყვანეს“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაციენტის ან გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები თავს დაესხნენ საავადმყოფოს თანამშრომლებს.