დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
ნაძვის ხე თბილისის მერმა კახა კალაძემ საზეიმო ვითარებაში აანთო.
„ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ გამოწვევა, შეუგუებლობა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო." - განაცხადა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.