სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია. საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.