საერთაშორისო მედია NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს

NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განიხილებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული სააგენტო ავრცელებს.
 
იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ამ პოსტზე პოტენციურ კანდიდატებს შორის აქამდე სახელდებოდნენ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

ინფორმაციისთვის, 2014 წელს NATO-ს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ორი ვადით, 2000-01 და 2005-13 წლებში. ის ასევე იყო ფინანსთა მინისტრი და მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი 1990-იან წლებში.

მედიის ცნობით, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გახდება.