როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 თებერვალს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, თოვლჭყაპი, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ფოთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +4 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

მესტიაში თოვლი და -7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა დღისით +0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.