საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის - 26.16% ხოლო 7 დღის - 29.28%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარა - 2 207, იმერეთი - 3 566, ქვემო ქართლი - 1 379, შიდა ქართლი - 1 050, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 611, კახეთი - 1 014, მცხეთა-მთიანეთი - 497, სამცხე-ჯავახეთი - 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 122.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც:

5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 347, აჭარაში - 813, იმერეთში - 1 234.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 450, აჭარაში - 146, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პაციენტი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 44, იმერეთში - 27.

1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 - თბილისში, 549 - აჭარაში.

200 951 სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3.