ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 224-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 224-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 747 141 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 295 505 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 071 560, გარდაიცვალა 15 174 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.