ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა.
„სამართალდამცველები მაშინვე ჩაერთნენ საქმეში. რაც შეეხება ქანდაკების დაზიანებას, 2017 წელსაც მოხდა მსგავსი რამ, ქანდაკებას მოტეხილი ჰქონდა ხელი და თავი. ქანდაკება არის ბრინჯაოს მხედარი ქალი, რომელიც დაიდგა 2016 წელს. მისი ავტორი გახლდათ მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია“, – განაცხადა დადიანების მუზეუმის კანცელარიის უფროსმა, ნანა ხუბუამ.