თეგი: პოლიცია

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზიდან პოლიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გაყვანას ცდილობს

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. ბათუმის მერიის მიერ 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მერია აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. „დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისათვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას  მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მათივე ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა. „სამართალდამცველები მაშინვე ჩაერთნენ საქმეში. რაც შეეხება ქანდაკების დაზიანებას, 2017 წელსაც მოხდა მსგავსი რამ, ქანდაკებას მოტეხილი ჰქონდა ხელი და თავი. ქანდაკება არის ბრინჯაოს მხედარი ქალი, რომელიც დაიდგა 2016 წელს. მისი ავტორი გახლდათ მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია“, – განაცხადა დადიანების მუზეუმის კანცელარიის უფროსმა, ნანა ხუბუამ.

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 1978 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1973 წელს დაბადებული ა.ყ. და 1986 წელს დაბადებული ა.გ. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის არიან დაკავებული. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. სამართალდამცველებმა, სამივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

პარიზში, პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი გაანეიტრალა

პარიზის პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელი გაანეიტრალა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება. „პირი, რომელიც პოლიციელებს თავს დაესხა, ადგილზე გარდაიცვალა. ორმა პოლიციელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - აღნიშნა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა. როგორც ცნობილია, ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.

აშშ-ის საელჩო: ვაფასებთ საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში

აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს პოლიციის მხრიდან გამორჩეულ თანამშრომლობას სავიზო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში. „გასულ კვირას თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა თაღლითობაში ეჭვმიტანილი პიროვნება, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქისთვის ფულის სანაცვლოდ ვიზების აღებაში დახმარების გამო. ეს საქმე აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია და წარმოაჩენს საქართველოს შესაძლებლობებს სავარაუდო ყალბი დოკუმენტაციის გამოძიებაში. აშშ-ის საელჩო შეახსენებს პოტენციურ აპლიკანტებს, რომ მსგავსი ტიპის მოვაჭრეებს არ აქვთ სავიზო პროცესში დახმარების უნარი. ვიზისა და დოკუმენტაციის გაყალბება დანაშაულია, რომელსაც აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად ეკიდება“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის პოლიციამ 10 პირზე მეტი დააკავა. ამასთან, დაკავებულებს ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებიან. სპეცოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

პოლიციამ თბილისში და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 6 პირი

თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „TT“-ს ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი - ე.წ. "აბრეზი" და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული თ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა სოფელ ბაკურციხეში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ზუგდიდში დააკავეს 1964 წელს დაბადებული რ.პ. სამართალდამცველებმა, მისი ავტომობილის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული დ.მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო - ხელყუმბარა და ტროტილის 3 ცალი კოჭა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში 9 პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „1981 წელს დაბადებული ვ. ე. (მეტსახელად „თავა“), 1980 წელს დაბადებული დ.კ., 1977 წელს დაბადებული ზ.მ. (მეტსახელად „ზალუა“), 1970 წელს დაბადებული ვ.მ., 1971 წელს დაბადებული ლ.ბ., 1990 წელს დაბადებული ა.ც., 1973 წელს დაბადებული ლ.მ. და 1967 წელს დაბადებული გ.ბ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული. 1980 წელს დაბადებული ა. ჯ. კი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები - ა.ც., ლ.მ. და ზ.მ., ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ - ლ.ჩ.-ს დაუკავშირდნენ, რომელიც "ქურდულ გარჩევაში“ დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს - ლ.ბ.-ს, მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა „ქურდული“ გარჩევა რამდენჯერმე მოაწყვეს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ - ი. ხ.-ც მონაწილეობდა. ბრალდებულები ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავას აქტიურად განიხილავდნენ. პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ერთი დაკავებულის, ა.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიციამ თბილისში, სამეგრელოში, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - შსს

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში, სამეგრელოში, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.  

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც მეუღლე დაჭრა და სიდედრს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მეუღლე დაჭრა და სიდედრს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე - 1985 წელს დაბადებულ ვ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დაშავებული ვ.ა. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა გ.კ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ვარკეთილში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპოლიციო ღონისძიება ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. სპეცოპერაციის მიზანი 2 პირის დაკავებაა.

პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბ.შ. თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო ბ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე, მის ავტომობილზე თავდასხმის და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის დროს, ბ.შ.-სთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გ.შ. და მ.ხ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოებში. პროკურატურამ ბრალდებულ ბ.შ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა) წარუდგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გ.შ.-ს 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს. რაც შეეხება მ.ხ.-ს, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

$35 000-ზე მეტი ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში ჯამში გაასაღა 36 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 50 და 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული კ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნაამოიღეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღო. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ორი პირი - 1972 წელს დაბადებული თ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოშეძენა-შენახვაში ედებათ. სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. ხონში იმავე ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 99 საბრძოლო ვაზნა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების ცნობით, დაახლოებით ხუთის ნახევარზე თხუთმეტამდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, დაინახეს ორი პირი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიქცნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია. შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით (236-ე და 118-ე) (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.  

ვახტანგ გომელაური: აქტიურად ვმუშაობთ პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, აქტიური მუშაობა გრძელდება სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. „რა თქმა უნდა, თავის მხრივ, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, სახელმწიფოს მეთაურს, კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს პოლიციელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე. ასევე, აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გააზრებული გვაქვს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროპული სტანდარტიზაცია არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროპული პრინციპების დაცვა და განვითარების ძალა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობაა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

უცხოური მედია: ერევანში აქციაზე შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ქალაქ ერევნის პროშიან-დემირჭიანის ქუჩების კვეთაზე პოლიციასა და მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 60 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 39 სამართალდამცველია. დილის მდგომარეობით, სამედიცინო დახმარება 50-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ნაწილი უკვე გაწერეს შესაბამისი დაწესებულებიდან. ცნობისთვის, სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.  ასევე წაიკითხეთ: ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო  

ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, დაკავებულია აქციის 10-მდე მონაწილე, მათ შორის არიან "ალტ-ინფოს" წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. აქციის მონაწილეებმა, ადგილზე ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს. Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.  

საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან აქციაზე 3 სამი პირი დააკავეს

საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან აქციაზე ლოზუნგით: „არა ევროსოდომს საქართველოში!“  3 სამი პირი დააკავეს. როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის ალტ-ინფოს წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები არიან. აქციის მონაწილეების დაკავება ევროკავშირის დროშის დახევის მცდელობას მოჰყვა. აქციის მონაწილეებს ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი. Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, აქციაზე დაკავებული "ალტ-ინფოს" წევრები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ  

აშშ-ში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 3 ადამიანი

აშშ-ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს გაუხსნა ცეცხლი. გასროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 23 წლის კაცმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს.  გამოძიებამ თავდასხმის მოტივი ჯერ ვერ დაადგინა. ცნობილია, რომ კაცი ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდა.    

პოლიციამ თბილისში, დიღმის მასივში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ო. და 1986 წელს დაბადებული ჯ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს. ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჯ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული კ.ბ. (მეტსახელად „კოკინიჩი“), 1984 წელს დაბადებული გ.ს. (მეტსახელად „ლისოვიჩი“), 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ფ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული ა.ჩ., 1982 წელს დაბადებული ს.გ. და 1981 წელს დაბადებული თ.მ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“, „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, „ალფა პვპ“ და „ბუპრენორფინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. მხოლოდ მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 88 ნარკორეალიზატორი დააკავეს და ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

პოლიციამ ჯგუფურად გამოძალვისა და ძალადობის საქმეზე სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები – 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული. დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქე ე.ბ.-ს, ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. გ.ბ. და თ.ღ. კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის მოტივით დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. შემდგომი ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ე.ბ.-მ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისსა და კახეთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად დააკავეს. პოლიციამ გ.ბ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ქ.ხ.-ს და თ.ღ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას და ძალადობას გულისხმობს.  

ლაგოდეხის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის ტყეში კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპულის ვინაობა ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ კაპანაძე რამდენიმე დღის წინ მთაში წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. Europetime დამატებით ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.  

პოლიციამ მარნეულში გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც. პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.  

ბრაზილიის პოლიცია: კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, 18 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის პოლიციის განცხადებით, კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ ფაველას  აკონტროლებდა 18 ადამიანი დაიღუპა. სპეცოპერაციისას გარდაცვლილთა შორისაა ერთი სამართალდამცველი და ერთი შემთხვევითი გამვლელი.  როგორც ცნობილია, სპეცოპერაციაში 400 მძიმედ შეიარაღებული სამართალდამცველი, ასევე 10 დაჯავშნილი ავტომობილი და ოთხი ვერტმფრენი იღებდა მონაწილეობას.  

პარიზის აეროპორტში პოლიციამ დანით შეიარაღებული კაცი მოკლა

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის აეროპორტში, სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული კაცი მოკლეს, - ამის შესახებ Euronews-ი წერს. შემთხვევა ტერმინალ 2F-ში მოხდა. „პოლიციამ დღეს დილით გაანეიტრალა დანით შეიარაღებული პირი, რომელიც შარლ დე გოლის აეროპორტში იმუქრებოდა“, - აცხადებენ საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციაში. თვითმხილველების განცხადებით, დანით შეიარაღებულმა კაცმა სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, მოძრაობა განაგრძო, რის შემდეგაც მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  

შიდა ქართლის პოლიციამ ქალის გაგუდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი – თ.ჩ. გაგუდა. პოლიციამ თ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები

შვედეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ მალმოში მდებარე სავაჭრო ცენტრ Emporia-ში სროლა იყო. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  თვითმხილველების თქმით, უცნობმა კაცმა მოულოდნელად ხალხის მიმართულებით იარაღიდან სროლა დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაშავდა და პოლიცია სავაჭრო ცენტრში იარაღით ხელში შევიდა. ამ დღისთვის, სავაჭრო ცენტრთან მატარებლის მოძრაობა სპეცოპერაციის გამო შეჩერდა. Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.   

შვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლაში 15 წლის მოზარდია ეჭვმიტანილი

შვედეთის პოლიციამ, მალმაში, სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის მოზარდი დააკავა. თვითმხილველების თქმით, სავაჭრო ცენტრში  მან ხალხის მიმართულებით სროლა მოულოდნელად დაიწყო.  შვედეთში, სავაჭრო ცენტრში კაცმა იარაღიდან ისროლა. არიან დაჭრილები პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლა კრიმინალურ გარემოს უკავშირდება. პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად, 31 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაჭრილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.  Emporia სკანდინავიაში, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია და მალმოს სტადიონთან და რკინიგზის სადგურთან მდებარეობს.   

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაქცეული პატიმარი პოლიციამ დააკავა

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაქცეული პატიმარი პოლიციამ დააკავა. დღეს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პატიმარი გაიქცა.  როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, „ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, რომელმაც დროებითი მოთავსების იზოლატორი თვითნებურად დატოვა, ამჟამად დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება“.  

პოლიციამ გურიაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 51 წლის კაცი დააკავა

გურიაში, სამართალდამცავებმა 51 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც მეზობლის, 55 წლის ქალის მკვლელობა სცადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მოკვლის მიზნით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ვ.მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ოზურგეთში მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ვ.მ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ქუთაისში, კაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, კაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.  ამასთან, ადგილობრივებმა ამ ეტაპზე ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული და გამოძიება მიმდინარეობს.  

პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ ზუგდიდში „ელიტ ელექტრონიქსის“ ორჯერ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები - სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავეს

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა დააკავეს.  დაკავებას, ლოტკინის დასახლებაში წინ ხმაური უძღოდა. კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება დაიწყეს, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. შეხლა-შემოხლის დროს პოლიციელებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, მათ შორისაა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა. “მიჭერენ, რადგან მევახშეების წინააღმდეგ ვარ. ეს არის პირადად ღარიბაშვილის და ბრეგაძის დავალება. ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და ბრეგაძე!” – განაცხადა კუკავამ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.  

მარტვილის ერთ-ერთ სოფელში, საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს

მარტვილის სოფელ სერგიეთში საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზარალებულ ოჯახს თანხა სესხად ერთ-ერთი ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი. ამასთან, ამ ეტაპზე, დაკავებული არავინაა, მიმდინარეობს გამოძიება.  

რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს

გერმანიის პოლიცია ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში ჩხრეკას ატარებს. ჩხრეკა მიმდინარეობს უსმანოვის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ობიექტზე ტეგერნსეს ტბის მიდამოში, რომელიც მიუნხენის სამხრეთით 60 კილომეტრშია. როგორც ცნობილია, 2014 წლის შემდეგ უსმანოვი დროის მნიშვნელოვან ნაწილს იქ ცხოვრობდა. ძებნას ფედერალური კრიმინალური პოლიციისა და საგადასახადო საგამოძიებო სამსახურის 250 თანამშრომელი აწარმოებს. მედიის ცნობით, მანამდე რამდენიმე თვით ადრე გამომძიებლებმა შეაგროვეს ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის საფუძველი გახდა. ჩხრეკის მიზანია, უსმანოვის წინააღმდეგ სავაჭრო კანონების დარღვევის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ეჭვებზე მტკიცებულებების მოძებნა. არაოფიციალურად, გამოცემამ შეიტყო, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში უსმანოვს გერმანიაში შეეძლო გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება. სავარაუდოდ მან 555 მილიონი ევრო დამალა.  გერმანიის ხელისუფლება უფრო აქტიურად უსმანოვით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის შეიყვანეს ევროკავშირის სანქციების სიაში (რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით) შეიყვანეს, ვინაიდან ის პუტინის ახლო წრიდანაა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმანოვის დის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გვარი ევროკავშირის სანქციების სიიდან გაქრა.  

პოლიციამ მესტიასა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი რევოლვერი, 2 მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული დ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 12 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“- ნათქვამია განცხადებაში.  

საპატრულო პოლიციამ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა

საპატრულო პოლიციამ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. როგგორც ცნობილია, დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქეა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თბილისში, სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ ფილიალში ძალადობის ფაქტია ასახული. სუპერმარკეტის თანამშრომლებს უცხოელი მომხმარებელი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

სამართალდამცავებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაა ამოღებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში 5 პირი დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული მ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.გ. ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 100 ვაზნა, 3 მჭიდი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, ასევე, „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ 1989 წელს დაბადებული ა.ბ. აღნიშნული დანაშაულისთვის ხელვაჩაურში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, რევოლვერები, 12 ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. როგორც ცნობილია, გამოკითხვაზე ასევე იმყოფებიან კომპანიის სხვა თანამშრომლები. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა ამასთან, გრძელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის გამოკითხვა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

“გრინსერვის პლუსის” დირექტორის ადვოკატი: პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა

ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები - პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა, - ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით. “დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს,მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”,- განაცხადა ტარიელ კიკნაძემ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში გამოკითხვაზე ისევ მივიდა

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. “გრინსერვის პლუსის” დირექტორის ადვოკატი: პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა ამასთან, ფურცხვანიძემ პოლიციის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი მანამდე თითქმის 24 საათის განმავლობაში იკითხებოდა. „გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი: 220 ვოლტიანი კვების ბლოკი ყველგან არის დამონტაჟებული, რიყის შადრევანშიც

220 ვოლტიანი კვების ბლოკი დამონტაჟებული ყველგან არის, რიყის შადრევანშიც, - ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. ლაშა ფურცხვანიძე: ძალიან ბევრი დამთხვევაა, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ „საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და სავარაუდოდ გამოკითხვაზე კიდევ დამიბარებენ. 220 ვოლტიანი კვების ბლოკი დამონტაჟებული ყველგან არის, რიყის შადრევანშიც. მიდით და გადაიღეთ, იტალიელი სპეციალისტების მოწყობილია. იყო ერთიანი გამანაწილებელი სისტემა, მიდით რიყის შადრევანზე და გადაიღეთ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი რამდენიმე დღეა ყოველდღიურ რეჟიმში იკითხება. „გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

პოლიციამ ქუთაისის მერიის შენობიდან ქურდობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები პოლიციამ იპოვა. ქურდობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი შუა ხნის კაცია დაკავებული. როგორც ცნობილია, „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ კუთვნილ აპარატურას უახლოეს დღეებში გადასცემენ. ცნობისთვის, ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე დღეს დილით გაქურდეს. ამასთან, „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კამერა იყო მოპარული.  

პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვ.გ. თბილისში დააკავეს. ბრალდებული მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა. მათივე ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 11 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 1999 წელს დაბადებულ გ.რ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2022 წლის 13 სექტემბერს ვ.გ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა. სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებისა და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით.  

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ხახუბიას ცხედარი დღეს გამთენიისას, თბილისში, საკუთარ სახლში ნახეს. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით, უცნობია.  

შსს: ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია

ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია.  ცნობისთვის, მუნიციპალური ავტობუსი 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.  

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სავარაუდოდ, ნენსი პელოსის ქმარს დაესხა თავს

სან-ფრანცისკოს პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს თავს დაესხა და მძიმე დაზიანება მიაყენა.  ნენსი პელოსის მეუღლეს, პოლ პელოსის საკუთარ სახლში თავს დაესხნენ კაცს, რომელმაც 82 წლის პოლ პელოსის ჩაქუჩი თავში ჩაარტყა, ბრალი მკვლელობის მცდელობასა და სხვა დანაშაულებებში წარუდგინეს. სან-ფრანციოსკოს პოლიციის ცნობით,თავდამსხმელი 42 წლის დევიდ დეპაპია. ის მკვლელობის მცდელობის, სასიკვდილო იარაღით თავდასხმის, ხანდაზმულთა შეურაცხყოფის, ბატარეის ქურდობისა და სხვა დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. სან-ფრანცისკოს პოლიციის უფროსმა უილიამ სკოტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიციის დეტექტივები, ნენსი პელოსის ქმერზე თავდასხმის მოტივს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა „ეს არ იყო შემთხვევითი ქმედება". ნენსი პელოსის პრესმდივანმა, დრიუ ჰემილმა განაცხადა, რომ პელოსის ქმარს „სახლში შეჭრისას თავდამსხმელი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა და სპიკერთან შეხვედრას ითხოვდა“.  

ესპანეთის პოლიციამ, ფერმებიდან 32 ტონა მარიხუანა ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ შაბათს განაცხადა, რომ ფერმებიდან 32 ტონა შეფუთული მარიხუანა ამოიღო, რომელის ღირებულებაც დაახლოებით 64 მილიონი ევროა.   სამართალდამცველების ცნობბით, პოლიციამ ესპანეთის ფერმებსა და საწარმოო ქარხნებში ჩხრეკების სერია ჩაატარა. ოპერაცია „ბაღების“ ფარგლებში 20-დან 59 წლამდე ასაკის ცხრა კაცი და 11 ქალი დააკავეს. „სამოქალაქო გვარდიამ, ესპანეთში ამ დრომდე, შეფუთული მარიხუანას ყველაზე დიდი პარტია ამოიღო“, - ნათქვამია ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის განცხადებაში.  

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში, ქართველებს და საქართველოს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა

არსებული ინფორმაციით, თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველების მისამართით უწმაწურ სიტყვებს იყენებდა. კაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით არის დაკავებული. „არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“, - განაცხადეს შსს-ში. საქმე ეხება სოციალკურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც მარჯანიშვილის მოედანზეა გადაღებული. კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოსა და ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იმეორებს.  

პოლიციამ, ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს. რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მისი ვინაობა დადგენილია. სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.  

პოლიციამ დიდ დიღომში, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დაკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1991 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.წ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ​გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბრაზილიაში პოლიციამ შტურმში მონაწილე, სულ მცირე, 400 ადამიანი დააკავა

ბრაზილიის სამთავრობო შენობები ქვეყნის პოლიციამ დაიკავა, დაკავებულია, სულ მცირე, 400 ადამიანი. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ბრაზილის ექსპრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა როგორც CNN წერს, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ.  ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ფაშისტები უწოდა და თქვა, რომ შენობებზე იერიშში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. "ბრაზილიის მთავრობა მიიღებს უფრო მეტ ზომას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დედაქალაქის დაცვის გაძლიერებას", - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.  

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ღვედის გარეშე მგზავრობის გამო დააჯარიმეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს.  BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი მოძრავი ავტომობილიდან "ინსტაგრამზე" პირდაპირ რეჟიმში ჩაერთო უსაფრთხოების ღვედის გარეშე. პრემიერმა ბოდიში უკვე მოიხადა და ფაქტს შეცდომა უწოდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ რიში სუნაკმა, არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს უსაფრთხოების ღვედი და სადებეტო ბარათი, ასევე, როგორ მართოს ეკონომიკა და ბრიტანეთი. ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში ღვედის გამოუყენებლობის გამო მგზავრები 100 ფუნტი სტერლინგით ჯარიმდებიან.  

დაკავებულია 14 პირი, პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა - კერძოდ: 4 ავტომატი, 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი და 360 საბრძოლო ვაზნა. ასევე, აირხმოვანი პისტოლეტი, 2 "გეკოს" ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი. ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ყვითელი ლენტი მოხსნეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

თბილისში, 9 აპრილს განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ მ.შ.-ს. „პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.მ. ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.  

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს

ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და  8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო გამოცემის ცნობით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს.  4 ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრებათ.   

პოლიციამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ს.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს - 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ს.ს. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა

სერბეთის პოლიციამ სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდის მამა დააკავა. სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა  სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ თავდასხმისას მოზარდმა, სავარაუდოდ, მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. "ორი ცეცხლსასროლი იარაღი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული. ბიჭმა მოახერხა ორი იარაღისა და სამი მჭიდის ხელში ჩაგდება, რომელთაგან თითოეული 15 ტყვიით იყო სავსე", - აცხადებენ სამართალდამცველები. თავდასხმასთან დაკავშირებით სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს  

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. ნათესავი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა. თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის კაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.  

ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა - გომელაური

ცივილიზებული მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებამ ნათლად ნახა არაერთი ძალადობრივი ქმედება, უკანონობა, თავდასხმები, რასაც 60-მდე პოლიციელის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე აქციაზე, ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ გაკეთდა მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს გადაენაცვლათ პარლამენტის შესასვლელებთან და წრე შემოერტყათ პარლამენტის შენობისთვის. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მზად იყო, მოეწყო საკანონმდებლო შენობის ბლოკირება, რათა იქ მყოფ დეპუტატებს და პარლამენტის თანამშრომლებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება არ მისცემოდათ. მოეწყოთ სირცხვილის კორიდორები, ასევე, განეხორციელებინათ ინდივიდუალური თავდასხმები დეპუტატებზე. მოწოდების შესაბამისად, აქციის მონაწილეები გაიყვნენ ორ ჯგუფად, დაიწყეს მოძრაობა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების მიმართულებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.  

სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გამო ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს, ბრალდებული და 2003 წელს დაბადებულ შ.ქ. სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ.ი.-მ, ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 პირი - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

პოლიციამ შვედეთში სპეციალური ღონისძიებები შემოიღო - მედია

შვედეთის პოლიციამ უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებისა და შვედეთის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო, სპეციალური ღონისძიებები შემოიღო. შვედეთის პოლიციის სპიკერმა, მარკ ვადაშმა განმარტ, რომ ეს რეჟიმი გულისხმობს კონკრეტულ პრობლემაზე ფოკუსირებას, რაც ამ შემთხვევაში არის შვედეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება. უფრო კონკრეტულად, შვედეთის პოლიციისთვის „სპეციალური მოქმედების“ რეჟიმი ნიშნავს საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადების აუცილებლობას, რამაც შეიძლება, მეტი სამართალდამცველის ჩართვა ან დამატებითი უფლებამოსილების გამოყენება გახადოს საჭირო. შვედეთის პოლიციის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მთავრობის ინსტრუქცია ანტიტერორისტული ზომების გაძლიერების შესახებ მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მდგომარეობა ყურანის დაწვის ფონზე უარესდებოდა. შვედეთში ყურანის დაწვამ სტოკჰოლმსა და თურქეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვია. Bloomberg: შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება Bloomberg-ი ქვეყნის უშიშროების სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით 26 ივლისს წერდა, რომ შვედეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ტერორიზმის საფრთხე იზრდება.  

შსს-მ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ი.გ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.  

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა. დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია სიძის მოკვლა განზრახული და მას ცივი იარაღი განზრახ არ წაუღია. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა განზრახვის ნაწილს არ ეთანხმება, რადგან მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის პოლიციას თავად ჩაბარდა. პროკურორი კი, პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს, სადაც სავარაუდოდ, მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა და მიიმალა. შურისძიების მიზნით კი, დაზარალებულის ბიძამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მყოფ სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.  

ერევანში, პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, აფეთქდა ხელყუმბარა

ერევანის ნორ ნორკის რაიონის პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. სომხური სააგენტო news.am-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის შენობასთან ხელყუმბარა აფეთქდა როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციის შენობა ბლოკირებული აქვთ სამართალდამცველებს, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნარეკ სარგსიანმა განმარტა, რომ განყოფილებაზე თავდასხმა განახორციელა სამმა პირმა, რომელთაგან ორი დაიჭრა მათ მიერვე აფეთქებული ყუმბარით. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მესამე მამაკაცი კი, რომელიც ასევე ხელყუმბარითაა შეიარაღებული, პოლიციის შენობაში რჩება. წინასწარი მონაცემებით, არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა.