შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტაფი: კორონავისურისადმი მიდგომა წარუმატებელია

შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტაფმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ კორონავირუსის პანდემიასთან მოდუნებული მიდგომით ვერ შეძლო ხალხის გადარჩენა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დავმარცხდით. ჩვენ უამრავი ადამიანი გვყავს დაღუპული და ეს საშინელებაა" - აღნიშნა გუსტაფმა.

შვედეთში, სადაც არასოდეს დამდგარა სრული ლოქდაუნის საკითხი, თითქმის ვირუსის 350,000 შემთხვევა დაფიქსირდა. 7 800-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა. ეს რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე მისი სკანდინავიელი მეზობლების ერთად აღებული.

როგორც შვედეთის პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა განაცხადა, ის ეთანხმება მეფის შენიშვნებს.

”რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამდენი დაიღუპა, ვერ ჩაითვლება სხვა რამად, თუ არა ქვეყნის წარუმატებლობად”, - განუცხადა ბატონმა ლოფვენმა ჟურნალისტებს.