ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი: უკვე პიკში ვიმყოფებით. ალბათ პაციენტების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს

ინფექციური კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობა გაზრდილია. 

„ვფიქრობ, უკვე პიკში ვიმყოფებით. ალბათ პაციენტების რაოდენობა ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს . შესაბამისად, მომართვიანობამაც მოიმატა, მოიმატა ტესტირების მსურველთა რაოდენობამ, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოიმატა აცრის მსურველებმა.

„დელტას“ შემთხვევაში ბევრად მეტი იყო მძიმე პაციენტები, შედარებით ნაკლებია „ომიკრონის" შემთხვევაში. თუმცა მათ, ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ვისაც აქვს მძიმე მიმდინარეობა, მკურნალობის პრინციპი ერთი და იგივეა“, - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.