რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა.
“საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად. რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის. საქართველო უმნიშნველოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.