კელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, პოლიტიკიდან გასულიყო, მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს

"ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა.

“ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა.

ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს", - განაცხადა დეგნანმა.