ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინა 2 443-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 443-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 750 228 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 314 603 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 089 154, გარდაიცვალა 15 202 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.