საქართველოს დღეს ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვევა

დღეს თბილისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება.

უწყების პირველი პირი ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს სამინისტროში უმასპინძლებს და ონლაინ კლინიკას დაათვალიერებინებს, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებით გამოვლენ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, მინისტრთან ერთად, ადგილზე პირადად გაეცნობა კლინიკურ სასტუმროებსა და კოვიდკლინიკებში არსებულ მდგომარეობას. ეწვევა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-საც. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.