უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, ხარკოვში, მრავალათასიანი აქცია გაიმართა. „ხარკოვი უკრაინაა“, „შეწყდეს რუსული აგრესია“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
„ჩვენ არ გვინდა რუსეთი. მე ყირიმში დავიბადე. საკმარისია, მათ მე უკვე წამართვეს სამშობლო. მე აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ, ჩემი მშობლები რუსეთიდან არიან, მაგრამ აღარ მსურს ოკუპანტების ნახვა“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან 42 კილომეტრში მდებარეობს.