გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 002 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.