პატრიარქმა ბრიტანეთის დედოფალს სამეფო ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავი მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავს ულოცავს. მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში, საპატრიარქოს გვერდზე განთავსდა.

„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს. თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია, როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში. გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში“, - წერია მილოცვის ტექსტში.