როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 თებერვალს ქუთაისში თოვლი და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, აქაც თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია ნავარაუდევი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს ზუგდიდშიც. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

რუსთავში ნაწილობრივ მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.