კანადის დედაქალაქ ოტავაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, წითელ ზონაში სხვადასხვა კონსტრუქცია აღმართეს. აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე კანადის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას არ გააუქმებს. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, ხოლო ხულიგნობის, ქურდობის და სხვისი ქონების დაზიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის 60 საქმე აღძრ.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ასახავს სერიოზულ საფრთხეს, რომელიც მიმდინარე დემონსტრაციებით წარმოიქმნება. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო მეტ მოქნილობას მუნიციპალურ ადმინისტრაციაში, რათა ქალაქ ოტავას საშუალება მიეცეს, შეფერხების გარეშე მართოს ბიზნესი მისი მცხოვრებლებისთვის საჭირო აუცილებელი სერვისებისთვის“, - ნათქვამია ოტავის მერიის განცხადებაში.