ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 722-მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 722-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 751 192 აცრა გაკეთდა.

მ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 325 838 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 106 221, გარდაიცვალა 15 246 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.