„თბილისი ენერჯოს“ ცნობით, დიდუბის რაიონში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებისას გაზსადენი დააზიანა. შედეგად, 3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.
მათ შორის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე – სს ,,თი ბი სი ბანკს”, უზნაძის ქუჩაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 13:00 სთ-დან, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.
სრული სია, სადაც გაზის მიწოდება შეწყდა, ნახეთ ბმულზე.