საქართველოს სოფლებში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოფლებში ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა სოფელში 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ აცრა სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიკეთონ.

პროექტით უკვე ისარგებლეს იმერეთის რეგიონში. ჭიათურასა და ხარაგაულში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. კამპანიის ფარგლებში, ჭიათურაში ამცრელ პუნქტამდე სოფელ უსახელოსა და ბერეთისის მცხოვრებთა ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

ამასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კიცხის, ვარძიის და ხიდრის სოფლების მოსახლეობა, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ადგილზე, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით აიცრნენ. ნაწილმა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა, ნაწილმა კი „ბუსტერი“ გაიკეთა.