ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხანძრი სასაწყობე ფართში გაჩნდა და შედეგად, დაახლოებით 1000-1500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება.
ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძრი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე“,- განაცხადა ოთარ კერესელიძემ.