"მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი. ნუ დავუჯერებთ აპოკალიფსურ პროგნოზებს" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.
„ნუ დავუჯერებთ აპოკალიფსურ პროგნოზებს. სხვადასხვა დედაქალაქში განსხვავებული სცენარია, თუმცა უკრაინა მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. დღეს უკრაინას ძლიერი არმია ჰყავს, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ხოლო უკრაინელების რწმენა თავიანთი ქვეყნის მიმართ დიდია. მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ - მისი“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.