საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელორუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას,
უწყების განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუს ცალკეული ამონარიდები რუსულ მედიაში მიზანმიმართული აქცენტებითა და ინტერპრეტაციებით გავრცელდა.
„ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ბელორუსი ამ მხრივ რჩება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგული.
რაც შეეხება ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინტერვიუს რუსულ ტელეარხთან, მისი ინტერვიუდან ცალკეული ამონარიდები, როგორც ყოველთვის ამჯერადაც მიზანმიმართული აქცენტებით არის ინტერპრეტირებული რუსული მედიის მხრიდან და ისე მოწოდებული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
რუსული გამოცემების ცნობით, ლუკაშენკო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს. ვლადიმერ სალავიოვის კითხვაზე, როდის აღიარებს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „დამოუკიდებლობას“, ალექსანდრე ლუკაშენკომ უპასუხა: ამის რამე აუცილებლობა არსებობს? როგორც კი გავიგებ და რუსეთის პრეზიდენტი მეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს...