კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 134 დადასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 1 134 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში - 230, იმერეთში - 338, ქვემო ქართლში - 216, შიდა ქართლში - 169, გურიაში - 66, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 199, კახეთში - 186, მცხეთა-მთიანეთში - 46, სამცხე-ჯავახეთში - 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 12.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1 350. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 148-ს შეადგენს, მათ შორის, თბილისში - 523, აჭარაში - 134, იმერეთში - 269. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 - თბილისში, 1 062 - აჭარაში, 124 - იმერეთში. 21 586 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 87, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 610 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 175 პირი, აჭარაში - 7 037, იმერეთში - 6 233“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.