ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ქალაქ ჟანაოზენი მცხოვრებლები, რომლებმაც პირველ თებერვალს გამართეს პირველი აქცია ნავთობის სფეროში სამუშაო ადგილების მოთხოვნით, 7 თებერვალს კვლავ შეიკრიბნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობის წინ. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ამჟამად სამუშაოს ეძებს 2500 ადამიანი, რომელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

უმუშევრებმა გააკრიტიკეს უმოქმედობისთვის ადგილობრივი რაიონული ხელმძღვანელობა, რომელიც მათ კომისიის შექმნას დაჰპირდა. აქციის მონაცწილეებმა დასაქმების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევს მიმართეს.

ჟანაოზენის მცხოვრებლებს უკვე რამდენიმე წელია, უმუშევრობის პრობლემა აწუხებთ. 2016 წელს პოლიციამ ქალაქში შეკრებილი ახალგაზრდების აქცია დაშალა. მათი ლიდერ ერჟან ელშიბაევს კი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადგილობრივმა უფლებადამცველებმა ელიშბაევი „პოლიტპატიმრად“ ცნეს.