427 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პაციენტი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 - თბილისში, 1 062 - აჭარაში, 124 - იმერეთში. 21 586 კოვიდპაციენტი ბინაზე მკურნალობს.

ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების 30 449 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 867, აჭარაში - 798, იმერეთში - 1 350. მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 148-ს შეადგენს, მათ შორის თბილისში - 523, აჭარაში - 134, იმერეთში - 269.