ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, მომდევნო 10 დღის განმავლობაში კვლავ გაიზრდება

ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, მომდევნო 10 დღის განმავლობაში კვლავ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან არ უნდა მოგვადუნოს და დავიცვათ რეკომენდაციები, განსაკუთრებით კი, პირბადის სწორად გამოყენება.

სპეციალისტები მოსახლეობას რეგულაციების დაცვასთან ერთად, ვაქცინაციისკენაც მოუწოდებენ, რადგან აცრა, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გამოსავალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.