ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 4 023 მა ადამიანმა გაიკეთა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინა 4 023-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 755 879 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 350 454 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 124 442, გარდაიცვალა 15 300 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.