საქართველოში უმეტესად „ომიკრონის“ ქვევარიანტი BA.2 ცირკულირებს

 „ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების საკითხზე ისაუბრა NCDC-ის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ. ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა არ გამორიცხა, რომ რეინფიცირების შემთხვევა შესაძლოა, იყოს ქვეყანაში.  

„ომიკრონიდან“ ისევ „ომიკრონით“ რეინფიცირების შემთხვევები ჯერ ჩვენთან არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ამ ორ ქვეშტამს. ჩვენთან, ასეთი შემთხვევა ლაბორატორიულად ჯერ არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა შესაძლებელია იყოს, თუმცა ლაბორატიურად არ დადასტურებულა.

მისივე თქმით, კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ BA.2 ამ ეტაპზე უკვე სჭარბობს და 75%-ით ცირკულირებს.


ამავე თემაზე

რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ