დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთული, მაგრამ მართვადია.
მისივე თქმით, ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სრულად მართვადია. ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღევანელი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა პიკშია. რამდენი ხანი გახანგრძლივდება, ჩვენზე ბევრად არის დამოკიდებული. თუ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და გავიკეთებთ ბუსტერს, ამით ჩვენ შევძლებთ, რომ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ კორონავირუსის მეექვსე ტალღა. აქტიური შემთხვევებიდან ზეწოლა უფრო მეტად მოდის ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორებზე. შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის ჰოსპიტლებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.