„ომიკრონის“ ქვევარიანტის, BA.2-ის მახასიათებელი, რომელიც სპეციალისტების რჩევით, „აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“

NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ ქვევარიანტ, BA.2-ის თავისებურებებზე საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.

BA.2 უფრო მეტი და სწრაფი გადამდებობით გამოირჩევა, თუმცა არ აქვს მეტი აგრესიულობა. აქვს ის, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ეს დასტურდება საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, მაგალითად, განსაკუთრებით დანიაშია, BA.2. ირკვევა, რომ ის ახანგრძლივებს პიკურ პერიოდს. 

„პიკშია ქვეყანა, რამდენად გახანგრძლივდება ეს პერიოდი, ჩვენზე დამოკიდებული - როგორ ვატარებთ, პირბადეს, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, განსაკუთრებით, კვებით მიმდინარეს რამდენად გავიკეთებთ „ბუსტერ“ დოზას. თუ ამ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, შევძლებთ, ნაკლები დაზიანებით გავიაროთ მეექვსე ტალღა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


ამავე თემაზე

რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ

საქართველოში უმეტესად „ომიკრონის“ ქვევარიანტი BA.2 ცირკულირებს