ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის

უკრაინა და საფრანგეთი გააგრძელებენ თანამშრომლობას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნების საკითხზე, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აქვთ საერთო ხედვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და ამჟამინდელ გამოწვევებზე უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის, მთლიანად მსოფლიოსთვის, ამისთვის კი „საჭიროა ერთიანობა, ახალი პრევენციული მიდგომები, ევროპული ლიდერობას.

„დღეს უკრაინის მხარდაჭერა პარტნიორებისგან, მდგრადობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება სასარგებლოა მთლიანად რეგიონისთვის და დარწმუნებული ვარ, ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის. უსაფრთხოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.