ზელენსკი პუტინს: უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ზედმეტია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მზეთუნახავზე“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეპლიკას უპასუხა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მართლაც მზეთუნახავია.

„არის რაღაცები, რასაც ვერ შეედავები. უკრაინა მართლაც მზეთუნახავია. რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ვფიქრობ, ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ძალიან მომთმენია, რადგან ეს სიბრძნეა. ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული ესკალაცია. ჩვენს ქვეყანას ვიცავთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მინსკის შეთანხმების შესრულების კონტექსტში განაცხადა: „მოგწონს, თუ არა, აიტანე, ჩემო მზეთუნახავო“.