24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 566 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 566-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 759 753 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 375 615 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 141 231, გარდაიცვალა 15 351 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.