ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ.

„ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. ბოლო ორი დღის ციფრი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება. რამდენ ხანს გასტანს პიკის ფაზა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნებთ არსებულ რეგულაციები. პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია გრძელდება და ბუსტერ დოზა რჩება განსაკუთრებული მნიშვნელობიას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.