10-დან 20 თებერვლის ჩათვლით, ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება

ბერლინალე 2022 - ფილმები კინოთეატრების დიდ ეკრანებზე დაბრუნდა. 2022 წლის 10-დან 20 თებერვლის ჩათვლით ბერლინის 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს „ოქროს“ და „ვერცხლის“ დათვის მოპოვებისთვის 15 ქვეყნის 17 მხატვრული და ერთი დოკუმენტური ფილმი იბრძოლებს.

გერმანიის საელჩოს ცნობით, ნინო ხარატიშვილის რომანი „უკმარი სინათლე“ ბერლინალეს სპეციალურ სექციაში „წიგნები ბერლინალეზე“ იმ 10 საუკეთესო წიგნს შორის დასახელდა, რომელთა ეკრანიზაციასაც კინოხელოვანებს ურჩევენ.

გამარჯვებული ათეული 30–ზე მეტი ქვეყნის 190–ზე მეტი ნამუშევრიდან შეირჩა.