„ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს მხარეს იქნება, ჩვენ არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია უშუალოდ, საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს“, ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ოთხმა არასამთვრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ელჩს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია ფასილიტაციის როლი კვლავ იკისროს ევროკავშირმა. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დიალოგი შედეგიანი და ადგილობრიდ დონეზე კი, ამისთვის მზაობა იყოს.
„სუნთქვა შეკრული ვიქნები, როგორ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ისევ მოირგოს ფასილიტაციის როლი - ეს არის შეკითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. თუ ჩვენ ფასილიტაციის როლი გვაქვს იმისთვის, რომ დიალოგი შედეგიანი იყოს, ყოველთვის აქ ვიქნებით, მაგრამ ადგილობრივ დონეზე უნდა არსებობდეს მფლობელობის განცდა, რადგან საბოლოო ჯამში, ვერ იქნება შეთანხმება, რომლის მიმართაც ხელმომწერებს საკუთრების განცდა არ აქვთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ამ კონტექსტში ჰარცელმა პრეზიდენტის ინიციატივა ახსენა, რომელიც მისი შეფასებით, გარკვეულწილად, გზაა დაბრკოლებებსა და გამოწვევებთან სამუშაოდ და ევროკავშირი ამ პროცესს აკვირდება.
„ვნახავთ, ეს იქნება ალბათ კარგი გზა და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო თანმიმდევრული იყოს ორივე მხარესთან მუშაობა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ამასთნ, კარლ ჰარცელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალიან რელევანტურია მართლაც ვიფიქროთ, რის მიღწევას ვცდილობთ და რაზე იყო ეს შეთანხმება.
„როდესაც ვმუშაობდი ხავიერ სოლასთან, მისი საყვარელი გამოთქმა იყო, თქვენ უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით და არა წესებთან...ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას მიაჩნია, რომ მაგალითად, ამ თუ იმ ნაბიჯით შეიძლება, ჩვენ წინ წავიდეთ“, - აღნიშნავს ელჩი.
აქვე კითხვას სვამს, რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ, ელჩი მიიჩნევს, რომ უნდა ვცადოთ ნდობის ხელახლა დამკვიდრება.
ხოლო, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაზე და იმაზე, რომ საქართველო სწორი მიმართულებით წავიდეს, კარლ ჰარცელის აზრით, მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელება, მაგალითად, სასამართლოს რეფორმა, რომელიც ევროკავშირის ელჩის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია.
აქვე დიპლომატი მიესალმა უკანასკნელი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას 80% ემხრობა.
ამასთან, მიუთითა იმაზე, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარისი არი არის და საქმის კეთება უფრო ბევრზე მეტყველებს. ელჩმა წინსვლის მისწრაფების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თავის მხრივ კი, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.