ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე, წინასაახაწლოდ დაწესებული შეზღუდვების მინიმალურად შემცირების მომხრეა.
ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა.
„რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს. იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ“,-განაცხადა ტიკარაძემ.