Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 68 392 კვლევა ტესტით, მათ შორის 42 943 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 449 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 32.82%, ბოლო 14 დღის - 29.93% ხოლო 7 დღის - 32.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 13 245 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 154 476.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა - 1 876, იმერეთი - 3 281, ქვემო ქართლი - 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია - 616, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 496, კახეთი - 1 101, მცხეთა-მთიანეთი - 450, სამცხე-ჯავახეთი - 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 79.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 228 153 საიდანაც: 6 085 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 472, აჭარაში - 771, იმერეთში - 1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 232 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 137, იმერეთში - 406. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პაციენტი, მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 38, იმერეთში - 26. 1 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 160 - თბილისში, 465 - აჭარაში. 220 210 ადამიანი სახლში მკუნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 0.