ქართველმა სტუდენტმა პანდემიის დროს 161 საერთაშორისო სერთიფიკატი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის მიმართულების ბაკალავრმა ოთარ მურმანიშვილმა, კოვიდპანდემიის პირობებში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო კურსი შეისწავლა და შესაბამისი 161 სერთიფიკატი მოიპოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ოთარ მურმანიშვილმა პირველი სერთიფიკატი ქსელური ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი მოწინავე კომპანია Cisco Systems Inc-გან მიიღო, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იმყარებს პოზიციას მსოფლიო კომპანიათა ტოპ ასეულში.